Thursday, March 25, 2010

პროექტი

პროექტის სახელი:მეგზური-ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესია
პროექტის მოკლე აღწერა- ამ ეკლესიის უკეთ გაცნობა
პროექტის სრული აღწერა-მოსწავლეების მიზანია ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ცხრა ყრმა კოლაელთა ეკლესიის გზამკვლევის შედგენა,ეკლესიის გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიის გაცნობა,ვაზისუბნის დასახლებაში და ახლომდებარე ეკლესიების გაცნობა.მოსწავლეები შეადგენენ რუკას,რომელზეც აღნიშნული იქნება ძეგლი,მის სიახლოვეს მდებარე პუნქტები,ძეგლთან მისასვლელი გზა.მოიძიებენ ინფირმაციას შერჩეული ძეგლლის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან.გამოიყენებენ ლიტერატურას,რათა მოგზაურს მიაწოდონ საინტერესო ინფორმაცია,თუ თბილისის რომელ უბანში მდებარეობს ეს ეკლესია,ამ ძეგლის გარდა ახლომახლო კიდევ რისი ნახვა შეუძლია მოგზაურს.რატომ დაერქვა ეს სახელი.რას წარმოადგენს ეს ძეგლი,როდისაა აგებული,ვინ არიან მშენებლები,როგორია ძეგლის არქიტექტურა.ასახავენ ფოტოგრაფიულად.
მონაწილეთა ასაკი/კლასი:მე-8 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:15.03-25.03 2010
პროექტის შესაძლო აქტივოვები კლასში:ფოტომასალის გადაღება,ალბომის შექმნა,ინტერვიუების აღება.საინტერესო ინფორმაციების მოძიება.ფოტომასალის და ნამუშევრების გამიფენა.
მოსალოდნელი შედეგები:მეგზურის შექმნა,სურათების გამოფენა,გაიუმჯობესონ მოძიების,ანანალიზის,საკუთარი აზრის დაცვის უნარი.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,კომპიუტერულად დამუშავების,რუკების,ორიენტაციის უნარ-ჩვევა.ისწავლიან ჯგუფური მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას.უკეთ გაეცნობიან საკუთარი დასახლების კულტურულ მემკვიდრეობას და შეეცდებიან გაუზიარონ სხვასაც.
სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეების მიერ შედგენილი გზამკვლევი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს ვაზისუბანში არსებული ეკლესიების ადგილმდებარეობის დადგენაში.
სამუშაო ენა:ქართული